წესები და პირობები
1.ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში — „პოლიტიკა“) განსაზღვრავს შპს
„მოვა რიდს“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 400463850), რომელიც ოპერირებს ბრენდული სახელწოდებით
„მოვა / MOVA“ (შემდგომში — „კომპანია“ ან „ჩვენ“), მიერ ვებგვერდის movareads.com
(შემდგომში — „ვებგვერდი“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს.
1.2. კომპანია წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.3. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც სტუმრობს ვებგვერდს, ყიდულობს პროდუქციას, უკავშირდება კომპანიას ან სხვაგვარად სარგებლობს ვებგვერდით.
1.4. ვებგვერდზე პროდუქციის შეძენისთვის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის შეძენა რეგისტრაციის გარეშე.
1.5. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ,
მხოლოდ განსაზღვრული მიზნებისთვის და იმ მოცულობითა და ვადით, რაც შესაბამისი მიზნის
მისაღწევად არის საჭირო.
2. რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ
2.1. შეკვეთის გაფორმებისა და შესრულების პროცესში კომპანიამ შესაძლოა დაამუშაოს შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი; მობილური ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; მიწოდების მისამართი; შეკვეთის დეტალები, მათ შორის, შეძენილი პროდუქცია, ღირებულება და შეკვეთის სტატუსი; გადახდის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ მოცულობით, რამდენადაც იგი ხელმისაწვდომია კომპანიისთვის; ასევე მომხმარებლის მიერ კომპანიასთან კომუნიკაციისას ნებაყოფლობით მოწოდებული სხვა ინფორმაცია.
2.2. რეგისტრაციის გარეშე შეძენის შემთხვევაში კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა შეკვეთის გაფორმების, გადახდის, მიწოდების, დაბრუნების/თანხის დაბრუნების და მომხმარებელთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.
2.3. თუ ვებგვერდზე მომხმარებლის ანგარიშის შექმნის ფუნქცია ხელმისაწვდომია და მომხმარებელი ნებაყოფლობით ქმნის ანგარიშს, შესაძლოა დამატებით დამუშავდეს ანგარიშთან და შეკვეთების ისტორიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.4. ვებგვერდის გამოყენებისას ავტომატურად შესაძლოა დამუშავდეს ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ვებგვერდზე ინტერაქციის მონაცემები, Cookie ფაილებთან და მსგავს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.5. კომპანია მომხმარებლისგან მიზანმიმართულად არ ითხოვს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, თუ კონკრეტულ შემთხვევაში მათი დამუშავება კანონიერად აუცილებელი არ არის.
3. მონაცემთა დამუშავების მიზნები
3.1. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებით: შეკვეთის მიღება, დამუშავება და შესრულება; პროდუქციის მიწოდება; გადახდის ადმინისტრირება; შეკვეთასთან დაკავშირებული კომუნიკაცია; დაბრუნების, თანხის დაბრუნების, პრეტენზიის ან მოთხოვნის განხილვა; მომხმარებლის
მხარდაჭერა; კომპანიის სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; თაღლითობისა და არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია; ვებგვერდისა და მომსახურების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესება; კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში - პირდაპირი მარკეტინგი.
4. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
4.1. პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, როდესაც: ა) დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან გარიგების დასადებად ან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ბ) დამუშავება აუცილებელია
მომხმარებლის განცხადების, მოთხოვნის ან პრეტენზიის განსახილველად; გ) დამუშავება აუცილებელია კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად; დ) მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე; ე) დამუშავება აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი.
4.2. შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელი მონაცემების დამუშავება არ არის დამოკიდებული პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თანხმობის გაცემაზე.
5.გადახდის მონაცემები
5.1. ვებგვერდზე პროდუქციის ღირებულების გადახდა ხორციელდება ვებგვერდზე ინტეგრირებული გადახდის მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით.
5.2. საბანკო ბარათის სრული მონაცემები მუშავდება შესაბამისი გადახდის მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხო გარემოში და კომპანია არ ინახავს ბარათის სრულ მონაცემებს, ასეთი მონაცემები ტექნიკურად კომპანიისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
5.3. გადახდის პროცესში მომხმარებლის მონაცემების ნაწილი შესაძლოა დამოუკიდებლად დამუშავდეს შესაბამისი ბანკის, გადახდის სისტემის ან სხვა გადახდის მომსახურების პროვაიდერის მიერ მათი სამართლებრივი ვალდებულებებისა და კონფიდენციალურობის პირობების შესაბამისად.
6. Shopify და ვებგვერდის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
6.1. MOVA-ს ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს Shopify-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე. ვებგვერდზე ვიზიტისა და პროდუქციის შეძენისას მომხმარებლის გარკვეული პერსონალური და ტექნიკური მონაცემები მუშავდება Shopify-ის მიერ ვებგვერდის ფუნქციონირების, უსაფრთხოების, შეკვეთების დამუშავებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური მომსახურებების უზრუნველსაყოფად.
6.2. ვებგვერდზე ჩართულია Shopify Network Intelligence. ამ ფუნქციონალის ფარგლებში
Shopify-ს შეუძლია მომხმარებლის გარკვეული მონაცემების დამუშავება Shopify-ის სხვა მონაცემებთან ერთად იმ სერვისების უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება მომსახურების გაუმჯობესებას, პერსონალიზაციას, ვებგვერდთან და რეკლამებთან ინტერაქციის უკეთ გაგებას და, შესაბამის შემთხვევებში, რეკლამის რელევანტურობის გაუმჯობესებას.
6.3. აღნიშნული ტექნოლოგიური მომსახურებების ფარგლებში ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს
Shopify-ისა და მის მიერ ჩართული მომსახურების მიმწოდებლების მიერ, მათი შესაბამისი კონფიდენციალურობის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.4. დამატებითი ინფორმაცია Shopify-ის მიერ მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესახებ
ხელმისაწვდომია
Shopify-ის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
7. მონაცემთა მიმღებები და მესამე პირები
7.1. კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გადასცემს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.
7.2. მონაცემთა მიმღებები ან დამუშავებაში ჩართული პირები შესაძლოა იყვნენ: ა) Shopify და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებლები; ბ) საკურიერო და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლები — პროდუქციის მიწოდების მიზნით; გ) ბანკები და გადახდის მომსახურების პროვაიდერები — გადახდის განხორციელებისა და ადმინისტრირების მიზნით; დ) ჰოსტინგის, IT და სხვა ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლები; ე) კომპანიის პროფესიული მრჩევლები და მომსახურების მიმწოდებლები, როდესაც მონაცემებზე წვდომა აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გასაწევად; ვ) სახელმწიფო ორგანოები ან სხვა უფლებამოსილი პირები - კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.3. კომპანია იღებს გონივრულ ორგანიზაციულ და სახელშეკრულებო ზომებს, რათა მის სახელით მონაცემთა დამუშავებაში ჩართულმა პირებმა მონაცემები დაამუშაონ შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით.
8. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და შენახვა
8.1. Shopify-ისა და სხვა ტექნოლოგიური მომსახურებების გამოყენების გამო მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ან/და ინახებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვებგვერდის ამჟამინდელი Shopify კონფიგურაციის მიხედვით, მონაცემთა ჰოსტინგის ადგილად მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატები.
8.2. Shopify-ის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაცემები შესაძლოა ასევე გადაეცეს ან დამუშავდეს სხვა ქვეყნებში Shopify-ის ან მისი მომსახურების მიმწოდებლების მიერ.
8.3. პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. კერძოდ, კომპანია ეყრდნობა მომხმარებლის ინფორმირებულ თანხმობას (კანონის 37.2.დ მუხლი) — მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას ან ანგარიშის შექმნისას ინფორმირებულია, რომ მისი მონაცემები, Shopify-ის ინფრასტრუქტურის გამოყენების გამო, მუშავდება ან/და ინახება ამერიკის შეერთებულ შტატებში და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში, და ეთანხმება ამას. კომპანია ასევე აკვირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დამტკიცებულ „ადეკვატური დაცვის“ მქონე ქვეყნების ნუსხას და, შესაბამისობის შემთხვევაში, გამოიყენებს ამ საფუძველსაც.
8.4. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებით ან გამოხმოს მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა ამ პოლიტიკის მე-13 მუხლით დადგენილი წესით, თუმცა თანხმობის გამოხმობამ შესაძლოა შეუძლებელი გახადოს ვებგვერდის მეშვეობით შეკვეთის გაფორმება, ვინაიდან Shopify-ის ინფრასტრუქტურის გამოყენება ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
9. პირდაპირი მარკეტინგი
9.1. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შესაძლოა მიეცეს შესაძლებლობა ცალკე მიუთითოს, სურს თუ არა MOVA-სგან მარკეტინგული კომუნიკაციის მიღება ელექტრონული ფოსტით ან/და SMS-ით.
9.2. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
9.3. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა შესაბამის შეტყობინებაში მითითებული უარის თქმის მექანიზმის გამოყენებით ან კომპანიასთან დაკავშირების გზით.
9.4. მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე უარის თქმა გავლენას არ ახდენს შეკვეთასთან, გადახდასთან, მიწოდებასთან, უსაფრთხოებასთან ან სხვა აუცილებელ ტრანზაქციულ საკითხთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღებაზე.
10. Cookie ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები
10.1. ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ვებგვერდის ძირითადი ფუნქციონირების, უსაფრთხოების, მომხმარებლის სესიისა და კალათის მართვის, მომსახურების გაუმჯობესებისა და სხვა შესაბამისი ტექნოლოგიური მიზნებისთვის.
10.2. Shopify-ის ტექნოლოგიების, მათ შორის Shopify Network Intelligence-ის, ფარგლებში გარკვეული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პერსონალიზაციის, ანალიტიკისა და შესაბამის შემთხვევებში რეკლამის რელევანტურობის გაუმჯობესების მიზნით.
10.3. Cookie ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი კონფიდენციალურობის პარამეტრების შესაბამისად.
11. მონაცემთა შენახვის ვადა
11.1. კომპანია პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების შესაბამისი მიზნის მისაღწევად, მომხმარებელთან ურთიერთობის სამართავად, სამართლებრივი მოთხოვნების დასაცავად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
11.2. შენახვის ვადის განსაზღვრისას კომპანია ითვალისწინებს მონაცემთა დამუშავების მიზანს, მონაცემთა მოცულობასა და ხასიათს, მომხმარებელთან ურთიერთობის ხანგრძლივობას და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
11.3. შესაბამისი მიზნის მიღწევის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან დეპერსონალიზდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემდგომი შენახვა კანონით არის გათვალისწინებული ან სხვა კანონიერი საფუძველი არსებობს.
12. მონაცემთა უსაფრთხოება
12.1. კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების უნებართვო ან უკანონო დამუშავების, შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების ან მათზე უნებართვო წვდომისგან დასაცავად.
12.2. მონაცემებზე წვდომა ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ შესაბამისი ფუნქციის ან მომსახურების შესასრულებლად, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.
12.3. ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია, თუმცა კომპანია იყენებს გონივრულ და შესაბამის უსაფრთხოების ზომებს რისკების შესამცირებლად.
13. მომხმარებლის უფლებები
13.1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მომხმარებელს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები და გაეცნოს მათ; ბ) მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნის, საფუძვლის, წყაროს, შენახვის ვადისა და მონაცემთა მიმღებების შესახებ; გ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების ასლი; დ) მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება; ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა; ზ) გამოიხმოს თანხმობა, თუ დამუშავება ეფუძნება თანხმობას; თ) მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზედამხედველო ორგანოში) ან სასამართლოში.
13.1.1. კომპანია ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პასუხს იძლევა მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) დამატებითი სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.
13.2. მომხმარებლის მოთხოვნის შესრულებამდე კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს პირის იდენტობის გონივრული დადასტურება, რათა მონაცემები არ გადაეცეს ან არ შეიცვალოს არაუფლებამოსილი პირის მოთხოვნით.
13.3. აღნიშნული უფლებებით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია კომპანიას მიმართოს ელექტრონულ ფოსტაზე: hello@movareads.com.
14. არასრულწლოვანთა მონაცემები
14.1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. კომპანია განზრახ არ აგროვებს და არ ამუშავებს 16 წლამდე ასაკის პირის პერსონალურ მონაცემებს ასეთი თანხმობის გარეშე.
14.2. თუ კომპანიისთვის ცნობილი გახდება, რომ არასრულწლოვნის მონაცემები დამუშავდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კომპანია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
15. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა
15.1. კომპანია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკა, მათ შორის, კანონმდებლობის, ვებგვერდის ფუნქციონალის, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ან კომპანიის მიერ გამოყენებული მომსახურებების ცვლილების გათვალისწინებით.
15.2. პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში კომპანია, საჭიროებისამებრ და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიყენებს მომხმარებლის ინფორმირების დამატებით შესაბამის საშუალებას.
16. საკონტაქტო ინფორმაცია
16.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის, მოთხოვნის ან პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგი საშუალებებით:
შპს „მოვა რიდს“
საიდენტიფიკაციო კოდი: 400463850
ვებგვერდი: movareads.com
ელ. ფოსტა: hello@movareads.com
ტელეფონი: +995 500 091 149