კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „წესები") არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას შპს „მოვა რიდს" (საიდენტიფიკაციო კოდი: 400463850), რომელიც ოპერირებს ბრენდული სახელწოდებით „მოვა / MOVA" (შემდგომში „კომპანია" ან „ჩვენ") და მის ვებგვერდზე (შემდგომში „ვებგვერდი") დარეგისტრირებულ ან/და პროდუქციის შემძენ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს (შემდგომში „მომხმარებელი" ან „თქვენ") შორის.
ვებგვერდით სარგებლობა, მათ შორის, პროდუქციის შეძენა, ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებს.
ტერმინთა განმარტება
- კომპანია/გამყიდველი: შპს „მოვა რიდს" (ს/კ: 400463850), რომელიც წარმოადგენს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის გამყიდველს.
- მომხმარებელი: ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით, ან/და ყიდულობს პროდუქციას.
- პროდუქცია: ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული წიგნები და სხვა ნებისმიერი პროდუქტი.
- შეკვეთა: მომხმარებლის მიერ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენის პროცესის დასრულება.
1. შეკვეთა და გადახდა
1.1. პროდუქციის ფასები მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), დღგ-ს ჩათვლით.
1.2. შეკვეთის გაფორმებისას, პროდუქციის ღირებულებას ავტომატურად დაემატება მიწოდების საფასური, წინამდებარე წესების მე-2 მუხლის შესაბამისად.
1.3. გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებგვერდზე ინტეგრირებული გადახდის სისტემების მეშვეობით.
1.4. შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პირობები რეგულირდება წინამდებარე წესების მე-5 და მე-6 მუხლებით.
2. მიწოდების პირობები
2.1. კომპანია უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პარტნიორი საკურიერო კომპანიის მომსახურებით.
2.2. მიწოდების საფასური: პროდუქციის მიწოდების საფასური ფიქსირებულია და შეადგენს თბილისის მასშტაბით 5 (ხუთ) ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო რეგიონებში მიწოდება - 12 (თორმეტი) ლარს დღგ-ს ჩათვლით. ეს თანხა ავტომატურად აისახება და დაემატება თქვენს შეკვეთას საბოლოო გადახდის გვერდზე.
2.3. მიწოდების ვადები:
2.3.1. თბილისის მასშტაბით: დილის 11 საათამდე გაფორმებული შეკვეთები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თბილისში ბარდება იმავე დღეს. დილის 11 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, თბილისში ბარდება მეორე დღეს; კვირა დღეს გაფორმებული შეკვეთები თბილისის მასშტაბით ბარდება 2 დღის განმავლობაში.
2.3.2. მიწოდება რეგიონებში: შეკვეთის გაფორმებიდან 2-3 (ორი-სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების ვადების დარღვევაზე, თუ ეს გამოწვეულია, მომხმარებლის მიერ არასწორი მისამართის ან ტელეფონის ნომრის მითითებით, მისამართზე მიტანილი პროდუქციის მომხმარებლის მხრიდან ჩაუბარებლობით, ფორსმაჟორული გარემოებებით, ან საკურიერო კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით.
3. ინტელექტუალური საკუთრება
3.1. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის, ლოგო, ტექსტი, დიზაინი, ფოტოები, წიგნების ყდები და სხვა, წარმოადგენს კომპანიის ან/და მისი პარტნიორების ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. მათი უნებართვო გამოყენება ან კოპირება აკრძალულია.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
4.1. კომპანია ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებლისგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, კანონიერი საფუძვლით და მხოლოდ შეკვეთის მიღების, შეკვეთის შესრულების, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიზნით, და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის.
4.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დეტალური პირობები განისაზღვრება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე და წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
5. დაზიანებული ან არასათანადო პროდუქციის შეცვლა
5.1. თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი აღმოჩნდა დაზიანებული, ან არ შეესაბამება აღწერილობით გათვალისწინებულ პირობებს, მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს
ა) პროდუქტის შეცვლა; ან ბ) გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
5.2. დაზიანების შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს პროდუქტის მიწოდებიდან 24 საათის ვადაში კომპანიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: hello@movareads.com
5.3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შეკვეთის გაფორმების თარიღი;
ბ) შეკვეთის მიღების თარიღი;
გ) მომხმარებლის სახელი და გვარი;
დ) მომხმარებლის ტელეფონის ნომერი;
ე) მომხმარებლის ელ.ფოსტის მისამართი;
ვ) მომხმარებლის მისამართი;
ზ) დეტალური ინფორმაცია პროდუქტის დაზიანების ან შეუსაბამობის შესახებ;
თ) შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს, პროდუქტის დაზიანების ან შეუსაბამობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
5.4. პროდუქტის შეცვლის შემთხვევაში, ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების ხარჯები ეკისრება კომპანიას.
5.5. პროდუქტის შეცვლის ან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას უკან დაუბრუნოს თავდაპირველი პროდუქტი.
6. თანხის დაბრუნება კომპანიის მხრიდან დაშვებული დარღვევის შემთხვევაში
6.1. კომპანია ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა სრულად, თუ:
ა) მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდა დაზიანებული ან არ შეესაბამება შეკვეთას და მომხმარებელი პროდუქტის შეცვლის ნაცვლად მოითხოვს თანხის დაბრუნებას;
ბ) მე-2 მუხლით განსაზღვრული მიწოდების ვადა დაირღვა კომპანიის და არა საკურიერო პარტნიორის მიზეზით და მომხმარებელს არ მიეწოდა შეძენილი პროდუქტი.
6.2. კომპანია ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს პროდუქტის ღირებულება და, არსებობის შემთხვევაში, სტანდარტული მიწოდების საფასური, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. კომპანია უფლებამოსილია თანხის დაბრუნება შეაჩეროს პროდუქციის დაბრუნებამდე. მომხმარებელს არ უბრუნდება დამატებითი ხარჯი, რომელიც წარმოიშვა კომპანიის მიერ შეთავაზებულ სტანდარტულ მიწოდებაზე უფრო ძვირი მიწოდების მეთოდის არჩევის შედეგად. თანხის დაბრუნება ხდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
7. პროდუქტის დაბრუნება
7.1. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული და მიწოდებული პროდუქცია წარმოადგენს პერიოდულ გამოცემას, შესაბამისად მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მათზე არ ვრცელდება დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
7.2. მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნება არ ხდება.
8. პრეტენზიების განხილვისა და კომუნიკაციის წესი
8.1. მომხმარებელს პრეტენზიის, საჩივრის ან შეკითხვის არსებობის შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგი საკონტაქტო საშუალებებით: ელ.ფოსტა: hello@movareads.com; ტელეფონი: +995 500 091 149
8.2. კომპანია განიხილავს მომხმარებლის პრეტენზიას და პასუხს წარუდგენს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა პრეტენზიის მიღებიდან.
8.3. მხარეთა შორის დავის მოლაპარაკების გზით მოუგვარებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
10. ცვლილებები და დამატებები
10.1. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.