რა მნიშვნელობის მატარებელია MOVA?

MOVA შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომავლის შეცვლისათვის საჭირო იდეებზე მუშაობას დღესვე იწყებენ.

MOVA-ს გუნდი გამოსაცემად არჩევს წიგნებს, რომლებიც შთააგონებენ ადამიანებს და მათ ამბიციური ცვლილებებისკენ უბიძგებენ. თითოეული ავტორი საგულდაგულოდ არის შერჩეული და იმ ინდივიდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცოდნის მიღებასა და განვითარებას აქ და ახლა ცდილობენ. მათი საშუალებით შესაძლებელია გუშინდელზე უკეთეს ადამიანებად გარდასახვა.

ჩვენ გვჯერა, რომ კითხვა კვლავაც უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობათა სიას. უსასრულო სქროლვის ნაცვლად - რომელიმე წიგნის არჩევა - უკვე საკუთარი მტკიცე პოზიციის გამოხატვას ნიშნავს. გვწამს, რომ ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და მისთვის ახალ იდეებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მათი საშუალებითაა შესაძლებელი განვითარება და ახალი ჰორიზონტის აღმოჩენა.

წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია.