რა მნიშვნელობის მატარებელია MOVA?

MOVA შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომავლის შეცვლისათვის საჭირო იდეებზე მუშაობას დღესვე იწყებენ.

MOVA-ს გუნდი გამოსაცემად არჩევს წიგნებს, რომლებიც შთააგონებენ ადამიანებს და მათ ამბიციური ცვლილებებისკენ უბიძგებენ. თითოეული ავტორი საგულდაგულოდ არის შერჩეული და იმ ინდივიდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცოდნის მიღებასა და განვითარებას აქ და ახლა ცდილობენ. მათი საშუალებით შესაძლებელია გუშინდელზე უკეთეს ადამიანებად გარდასახვა.

ჩვენ გვჯერა, რომ კითხვა კვლავაც უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობათა სიას. უსასრულო სქროლვის ნაცვლად - რომელიმე წიგნის არჩევა - უკვე საკუთარი მტკიცე პოზიციის გამოხატვას ნიშნავს. გვწამს, რომ ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და მისთვის ახალ იდეებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მათი საშუალებითაა შესაძლებელი განვითარება და ახალი ჰორიზონტის აღმოჩენა.

წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია.

თამთა ჯაფარაშვილი

თამთა ჯაფარაშვილი

დამფუძნებელი & გამომცემელი

თამთა ჯაფარაშვილი MOVA-ს დამფუძნებელი და გამომცემელია. მას 85-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, რომელთა უმრავლესობაც ბიზნესისა და თვითგანვითარების თემატიკას უკავშირდება. მათი უმრავლესობა საქართველოში ყველაზე გაყიდვად წიგნადაც არაერთხელ ქცეულა.

თამთა არის Forbes Georgia 30 Under 30-ის გამარჯვებული. იგი კითხვას სტრატეგიულ უპირატესობად მიიჩნევს, ვინაიდან ფიქრობს, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი დამოუკიდებელ მოაზროვნედ, პასუხისმგებლიან ლიდერად და ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც ქმნის მომავალს.

გიორგი მაჭარაშვილი

გიორგი მაჭარაშვილი

მთავარი რედაქტორი

გიორგი მაჭარაშვილი MOVA-ს მთავარი რედაქტორია. იგი არის პროფესიონალი მთარგმნელი და გამოქვეყნებული აქვს არაერთი თარგმანი, როგორც პერიოდიკაში, ისე წიგნადაც. გიორგი პროფესიით ფინანსისტია. მას სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი მენეჯერული პოზიციები საქართველოს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა თეგეტა ჰოლდინგი, საქართველოს ბანკი და გალტ & თაგარტი.

MOVA-ში გიორგისთვის სარედაქციო საკითხებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ბიზნესპატერნებისა და სააზროვნო საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც ქართველ მკითხველზე წარუშლელი კვალის დატოვებას ისახავენ მიზნად.

ნათია ქობულაშვილი

ნათია ქობულაშვილი

მთავარი დიზაინერი

ნათია ქობულაშვილი MOVA-ს მთავარი დიზაინერია. მისი შექმნილი ყდის დიზაინით საქართველოში გამოცემულია 200-ზე მეტი წიგნი, მათ შორისაა არაერთი ბესტსელერიც.

MOVA-ს სინემატოგრაფიული და შინაარსობრივად მდიდარი ვიზუალური სამყარო ნათიას ხედვის შედეგია. მისთვის MOVA-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ადამიანების ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად და ყველაზე მოდურ აქსესუარად იქცეს.