დამფუძნებელი & გამომცემელი
MOVA-ს გუნდი გამოსაცემად არჩევს წიგნებს, რომლებიც შთააგონებენ ადამიანებს და მათ ამბიციური ცვლილებებისკენ უბიძგებენ. თითოეული ისტორია იმ ინდივიდებისათვისაა განკუთვნილი, რომლებიც მომავლის გადასხვაფერებას ესწრაფვიან.
არის თუ არა ბედნიერება ის, რასაც თავად ირჩევ? „გაბედე, იყო მიუღებელი“, ამ კითხვაზე მარტივ და უკიდურესად პირდაპირ პასუხს გვთავაზობს. ეს წიგნი ფსიქოლოგიის სფეროს სამი გიგანტიდან ერთ-ერთის, ალფრედ ადლერის თეორიებს ეფუძნება და ფილოსოფოსსა და ახალგაზრდას შორის გამართულ ბრწყინვალე დიალოგს გვიზიარებს.
„გაბედე, იყო მიუღებელი“ გაჩვენებთ გზას, რომლის დახმარებითაც გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ. ამ წიგნმა 10 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება უკვე შეცვალა. ახლა შენი ჯერი მოვიდა - იგივე გამოსცადო.
MOVA საინტერესო მოსაზრებების, კულტურისა და შემოქმედებითი იდეების გზაჯვარედინზე მყოფი წამოწყებაა, რომელიც გამოსაცემად არჩევს წიგნებს ცნობისმოყვარე, ამბიციური და მუდამ სიახლის მაძიებელი ადამიანებისათვის.
MOVA იმ ადამიანებისთვის შევქმენი, რომლებიც თავადაც მუდმივად რაღაცას ქმნიან: კარიერას, ბიზნესს, ახალ იდენტობას, მომავალს. ამ ადამიანებს საერთო ღირებულებები - ცნობისმოყვარეობა, ამბიცია და იმის რწმენა აერთიანებთ, რომ ზრდა ხშირად ერთი სწორი ფიქრით იწყება.
MOVA-ს ვიზუალური სამყარო ერთდროულად სინემატოგრაფიულიც არის და შინაარსობრივად მდიდარიც. ამ სამყაროს ცენტრში კი წიგნებია - რომლებსაც ვკითხულობთ, ერთმანეთს ვჩუქნით, ვუზიარებთ, ხელნაწერ მიძღვნებს ვტოვებთ, ინტერიერს ვუხამებთ, ხელახლა ვკითხულობთ, ვფიქრობთ, არ ვივიწყებთ.
MOVA-ს თითოეული გამოცემა დაგეხმარებათ დაინახოთ საწყისი წერტილი, თქვენი გასავლელი გზის დასაწყისი ან შემდეგი გაჩერება - თვითკმარობისთვის, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის, ბედნიერების მისაღწევად.
MOVA-ს მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ ისეთი წიგნები შემოგთავაზოთ, რომლებიც შეცვლის თქვენს მიმართებებს სამყაროსთან. ზოგი მათგანი გამბედაობას შეგმატებთ, ზოგიც დაგამშვიდებთ, მაგრამ ვფიქრობ, არასდროს გაგიჩნდებათ ის განცდა, რომ კითხვისას დრო დაკარგეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ეს უკანასკნელი - საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს, შესაბამისად, სერიაში ნაწარმოების შეტანამდე - ყურადღებით ვუკვირდებით - რამდენად იქნება ის ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო აღმოჩენების მომტანი.
გულწრფელად მჯერა, რომ MOVA-ს წიგნებიდან არაერთ საგულისხმო მიგნებას წაიღებთ, რომელთაც შემდგომ თქვენეულ აღმოჩენად გარდაქმნით. არსებობისთვის მთავარი ხომ სწორედ ესაა - ვიაზროვნოთ და ჩვენი ხმა სხვებს გავაგონოთ.
საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!