ბრენდის როლი კულტურაში

ვიზუალური ესთეტიკა,
რომელიც შთაგაგონებს

MOVA საინტერესო მოსაზრებების, კულტურისა და შემოქმედებითი იდეების გზაჯვარედინზე მყოფი წამოწყებაა, რომლის ვიზუალური სამყაროც ერთდროულად სინემატოგრაფიულიც არის და შინაარსობრივად მდიდარიც. MOVA-ს ვიზუალური ესთეტიკა ჩვენი მკითხველის ამბიციების პირდაპირ ანარეკლს წარმოადგენს.

ინტელექტი
სექსუალურია

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება, ცნობისმოყვარეობა და ამბიციურობა ის ღირებულებებია, რომლებიც ადამიანს მყისვე მიმზიდველად აქცევს. უსასრულო სქროლვის ნაცვლად - რომელიმე წიგნის არჩევა - უკვე საკუთარი მტკიცე პოზიციის გამოხატვას ნიშნავს. წიგნების კითხვა (ისევ) სექსუალურია.

წიგნი, როგორც
ცხოვრების წესის ნაწილი

წიგნებს არამხოლოდ ვკითხულობთ, არამედ ერთმანეთს ვჩუქნით, ვუზიარებთ, ხელნაწერ მიძღვნებს ვტოვებთ, ინტერიერს ვუხამებთ, ხელახლა ვკითხულობთ, ვფიქრობთ, არ ვივიწყებთ. წიგნები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

მათთვის, ვინც
ქმნის მომავალს

MOVA იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც თავადაც მუდმივად რაღაცას ქმნიან: კარიერას, ბიზნესს, ახალ იდენტობას, მომავალს. ამ ადამიანებს საერთო ღირებულებები - ცნობისმოყვარეობა, ამბიცია და იმის რწმენა აერთიანებთ, რომ ზრდა ხშირად ერთი სწორი ფიქრით იწყება.