MOVA30
MOVA30 აერთიანებს 30 გარდამტეხ წიგნს, რომლებიც უკეთ დაანახებენ მკითხველს, თუ როგორ ფიქრობენ, ქმნიან, ვითარდებიან და უძღვებიან პროცესებს (წარმატებული) ადამიანები.
სერია მარადიული სიბრძნისა და თანამედროვეობისათვის აქტუალური იდეების ოსტატურ სინთეზს წარმოადგენს, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან განსხვავებული პერსპექტივები და იდეები. თითოეული წიგნი ამბიციური ცვლილებებისა და ერთმანეთის უკეთ გაგებისაკენ გვიბიძგებს.
MOVA30 მყარ იდეურ საფუძველს ქმნის მათთვის, ვინც ქმნის მომავალს.