ფუმიტაკე კოგა

ფუმიტაკე კოგა

ფუმიტაკე კოგა და­ი­ბა­და 1973 წელს. ის არაერთი პრემიის ლაურე­ა­ტი ავ­ტო­რი­ა. იგი ბიზ­ნე­სი­სა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წერს წიგ­ნებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ბეს­ტსელე­რა­დაა ქცე­უ­ლი. ალ­ფრედ ად­ლე­რის ფსი­ქო­ლო­გია საკ­მაოდ ად­რე­ულ ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. სულ რა­ღაც ოცი­ო­დე წლის იყო, რო­დე­საც ავ­სტრი­ელ ავ­ტორს გა­და­აწყ­და, რა­მაც მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. ფსი­ქო­ლო­გის რევოლუ­ცი­ურ­მა, თავ­ბრუ­დამ­ხვევ­მა იდე­ებ­მა მას­ზე დი­დი გავლე­ნა მო­ახ­დი­ნა. იგი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე იჩი­რო კიში­მის დაუ­კავ­შირ­და. ფუ­მი­ტა­კე კო­გა არა­ერ­თხელ ეწ­ვია მას კი­ო­ტო­ში, რა­თა უკეთ გა­ე­გო ად­ლე­რის ფსი­ქო­ლო­გი­ის საფუძვლე­ბი. მან ამ წიგ­ნის და­სა­წე­რად კლა­სი­კუ­რი ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის ხერხს მი­მარ­თა. იგი მკითხ­ველს დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტის ჩა­ნაწე­რებს სთა­ვა­ზობს, რაც ნა­წე­რის წა­კითხ­ვას აად­ვი­ლებს.