იჩირო კიშიმი
იჩირო კიშიმი დაიბადა 1956 წელს ქალაქ კიოტოში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას. იგი ფილოსოფოსობაზე ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ოცნებობდა. მან დასავლური ფილოსოფიის მიმართულებით მიიღო განათლება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები პლატონთან დაკავშირებით), რის შემდეგაც ალფრედ ადლერის ფსიქოლოგიითაც დაინტერესდა. 1989 წლიდან მოყოლებული ის აქტიურად იკვლევს ავსტრიელი ფსიქოლოგის ნაშრომებს. ამ მიმართულებით კიშიმის არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული. ის არის იაპონიის ადლერის ფსიქოლოგიის საზოგადოების სერტიფიცირებული კონსულტანტი. კიშიმი აქტიურ დახმარებას უწევს იაპონიის ფსიქიატრიულ კლინიკებში მყოფ ახალგაზრდებსაც. კიშიმი გახლავთ ალფრედ ადლერის არაერთი ნაშრომის მთარგმნელი (იაპონურ ენაზე). ამ წიგნებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს: „ცხოვრების მეცნიერება“ (Kojin Shinrigaku Kogi), და „ნევროზის პრობლემები“ (Hito wa Naze Shinkeisho ni Naru no ka). უამრავ სხვა გამოკვლევასთან ერთად, მასვე ეკუთვნის წიგნი „შესავალი ადლერის ფსიქოლოგიაში“ (Adora Shinrigaku Nyumon).