MOVA-ს
ფუნდამენტური
ღირებულებები

ამბიცია

ადამიანი მხოლოდ მაშინ იზრდება, თუ ის საკუთარ თავს, მომავალსა და წამოწყებებს რთულად შესასრულებელ მიზნებს უსახავს. ჩვენ - საგულდაგულოდ შერჩეული გამოცემებით ვცდილობთ ინდივიდების შთაგონებას და ისეთი სააზროვნო მასალის შეთავაზებას, რომლებიც შემდგომ მათ საინტერესო ინიციატივებისა და მოქმედებებისკენ უბიძგებენ.

თვითკმარობა

საკუთარ თავთან თანხმობისა და უსაფრთხოების განცდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რაც შეიძლება, რომ ადამიანმა შეიძინოს. ჩვენ ვირჩევთ წიგნებს, რომლებიც ინდივიდებს შინაგანად აძლიერებენ და ამასთან მათ უკეთესი დისციპლინის შემუშავებაში ეხმარებიან. ასეთი ადამიანი ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და გადაწყვეტილებასაც ფიქრის შედეგად იღებს.

ცნობისმოყვარეობა

ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების სათავეს სწორად დასმული შეკითხვა წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ ცნობისმოყვარეობა აფართოებს თვალსაწიერს, ეჭვქვეშ აყენებს მოცემულობებს და წინსვლისკენ გვიბიძგებს.

ადამიანების გაგების უნარი

სამყაროში მართებული გზის საპოვნელად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების გაგება ვისწავლოთ. ამისათვის პირველ რიგში საკუთარი თავის მოსმენა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ ვცდილობთ მკითხველამდე მივიტანოთ ისეთი იდეები, რომლებიც მათ ღრმა საფიქრალს მისცემს და ამასთან ურთიერთობებს, სხვადასხვა ქცევის გავლენასა და ამ პროცესში კულტურული სახესხვაობის მნიშვნელობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.