სტოიკოსის დღიური

სტოიკოსის დღიური

40.00 GEL
პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
სტოიკოსის დღიური

სტოიკოსის დღიური

40.00 GEL

366 ჩანაწერი სიბრძნის, სულიერი სიმტკიცისა და ცხოვრების ხელოვნების შესახებ.

რატომ ხედავდნენ ძველ სტოიკოსთა ნააზრევში ცხოვრების მეგზურს ჯორჯ ვაშინგტონი, ფრიდრიხ დიდი და რალფ უოლდო ემერსონი? რატომ უბრუნდებიან ამ სიბრძნეს დღესაც თანამედროვეობის გამორჩეული სპორტსმენები, ანტრეპრენერები და პოლიტიკოსები? ცხოვრება იშვიათად გვიქმნის იდეალურ პირობებს. სტოიციზმი კი გვასწავლის, როგორ შევხვდეთ გაურკვევლობას მშვიდად, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ განსჯასა და ქმედებებზე და მივიღოთ ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

რაიან ჰოლიდეი და სტივენ ჰანსელმენი წლის ყოველი დღისთვის თითო ჩანაწერს გვთავაზობენ. მარკუს ავრელიუსის, სენეკასა და ეპიქტეტეს გვერდით აქ ზენონს, კლეანთეს, ქრისიპესა და მუზონიუს რუფუსსაც შეხვდებით. თითოეულ მოკლე ციტატას თან ახლავს განმარტება, რომელიც მის აზრსა და პრაქტიკულ მნიშვნელობას გვიხსნის.

დღეში ერთი გვერდიც საკმარისია, რომ ძველ ჩვევებს ახლებურად შეხედოთ და წაკითხული ცხოვრებაში გამოსცადოთ. ამ ჩანაწერებს წლიდან წლამდე დაუბრუნდით. ისინი დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და სულიერი სიმტკიცე.

გადახედე წიგნს
ავტორი:
რაიან ჰოლიდეი
ISBN:
978-9941-8-9450-3
ასაკი:
16+
სერია:
MOVA30
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი, ფრთებით
გვერდები:
496
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2026
მთარგმნელი:
გიორგი მაჭარაშვილი