გაბედე, იყო მიუღებელი
არის თუ არა ბედნიერება ის, რასაც თავად ირჩევ? „გაბედე, იყო მიუღებელი“ ამ კითხვაზე მარტივ და უკიდურესად პირდაპირ პასუხს გვთავაზობს. ეს წიგნი ფსიქოლოგიის სფეროს სამი გიგანტიდან ერთ-ერთის, ალფრედ ადლერის თეორიებს ეფუძნება და ფილოსოფოსსა და ახალგაზრდას შორის გამართულ ბრწყინვალე დიალოგს გვიზიარებს. ხუთი საუბრის კვალდაკვალ ფილოსოფოსი ცდილობს ახალგაზრდას აუხსნას, რომ ადამიანებს წარსულში დაგროვილი ტრავმებისა და ნეგატიური გამოცდილების წარმატებით გადალახვა შეუძლიათ. მთავარია, გონების ბორკილებისა და ჩვენდამი არსებული მოლოდინებისგან გავთავისუფლდეთ.
„გაბედე, იყო მიუღებელი“ გაჩვენებთ გზას, რომლის დახმარებითაც გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ. წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი, თუმცა მას ადამიანზე ზემოქმედების განუზომელი ძალა აქვს. იგი ბედნიერების ძიებისაკენ გვიბიძგებს. მისი საშუალებით მკითხველს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა შეუძლია. საწყისებთან დაბრუნება კი რეალური სურვილებისა და მისწრაფებების გამოვლენაში გვეხმარება.
ამ წიგნმა 10 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება უკვე შეცვალა. ახლა შენი ჯერი მოვიდა - იგივე გამოსცადო.
- ავტორი:
- ISBN:
- ასაკი:
- სერია:
- წიგნის ენა:
- ყდის ტიპი:
- გვერდები:
- 312
- წიგნის ფორმატი:
- გამოშვების წელი:
- 2026
- მთარგმნელი: