ხელო(ვნების) ბრძოლა
რა გვიშლის ხელს ვაკეთოთ ის, რისკენაც მთელი გულით მივისწრაფვით? საიდან მოდის შინაგანი ხმა, რომელიც გამუდმებით გვაჩერებს? როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები ნებისმიერ შემოქმედებით წამოწყებაში?
ბესტსელერების ავტორი სტივენ პრესფილდი გვაცნობს მტერს, რომელთან დაპირისპირებაც თითოეულ ჩვენგანს უწევს. ის ამ შინაგან მოწინააღმდეგესთან ბრძოლის სტრატეგიას გვთავაზობს და გვიჩვენებს, როგორ დავძლიოთ წინააღმდეგობა და გადავიდეთ სურვილიდან მოქმედებაზე. „ხელო(ვნების) ბრძოლა“ გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ და გადავლახოთ დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება, და როგორ მივაღწიოთ შემოქმედებითი დისციპლინის უმაღლეს დონეს. ეს მკაცრი სიყვარულია — საკუთარი თავის მიმართ.
ხელოვანი ხართ, მწერალი თუ მეწარმე, ეს მარტივი, გულწრფელი და პირდაპირი წიგნი შთაგაგონებთ, სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი - „ხელო(ვნების) ბრძოლა“ სუნ ძის „ომის ხელოვნებაა“, ოღონდ სულისთვის.
- ავტორი:
- ISBN:
- ასაკი:
- სერია:
- წიგნის ენა:
- ყდის ტიპი:
- გვერდები:
- 182
- წიგნის ფორმატი:
- გამოშვების წელი:
- 2026
- მთარგმნელი: